სოფელ იორმუღანლოში, საძოვრებზე ცხვარი მასიურად დაიხოცა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცხვარი მოწამლულია.
ადგილობრივების განცხადებით, დაპირისპირება ინვესტორებთან რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტერიტორია გაიყიდა, ახალმა მფლობელებმა კი ადგილობრივებს საძოვრები ჩაუკეტეს.
მეცხვარეების ინფორმაციით ამ დროისთის 50 ცხვარი არის მკვდარი, 150-მდე სული კი არის მოწამლული. იპოვეს სავარუდოდ თაგვის წამალი, რომელიც არის შერეული ხორბალში და ასეთივე წამალი იყო დაყრილი იმ ადგილას, სადაც ცხვარი წყალს სვამს.
„იორმუღანლოს გარშემო ირანელს შესყიდული აქვს, საკუთრებაში აქვს ნაკვეთი. ტრასა იყო ჩაკეტილი, ის ტრასა ჩვენ გავხსენით... ჩვენ ფაქტი გვაქვს, რომ წამალი გაშალეს“, - განაცხადა მაჰმად ქარიმოვმა.
სოფელ იორმუღანლოში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.