40 ყოველდღიური წვრილმანი, რომლებიც განწყობას აგვიმაღლებს

40 ყოველდღიური წვრილმანი, რომლებიც განწყობას აგვიმაღლებს

1.დავწვეთ ახალგამოცვლილ თეთრეულში;

2. ვიპოვოთ ჩვენს ულუფაში კარგად დაბრაწული კარტოფილი;

3.ვუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას;

4. შევიგრძნოთ სილა ფეხის თითებს შორის;

5. გადავარჩიოთ ჩვენი ბავშვობის სათამაშოებისა და ნივთების ყუთი;

6. ვიწვეთ საწოლში და ვისმინოთ, როგორ ეცემა წვიმის წვეთები სახლის სახურავზე ან ფანჯრის რაფაზე.

7. ავიცალოთ ხელიდან გამშრალი მომენტის წებო;

8. მოვაცალოთ ცელოფნის აპკი ახალნაყიდი ნივთის შეფუთვას;

9. ჩავიცვათ ახალი წინდები;

10. გავიკეთოთ შუშებგაპრიალებული სათვალე;

11. ვუყუროთ ფილმს კინოთეატრის ცარიელ დარბაზში;

12. შევამჩნიოთ, როგორ იცინიან უცხო ადამიანები, როცა თქვენი და თქვენი მეგობრის საუბარს მოჰკრავენ ყურს;

13. პირველად დავიბანოთ ახალშეჭრილი თმა;

14. დავეშვათ დივანზე მას მერე, რაც მთელი დღე ფეხზე ვიდექით ან ვიარეთ;

15. გავიხადოთ წინდები ზუსტად ლოგინში დაწოლის წინ;

16. ვიტიროთ სიცილისგან;

17. ჩავყოთ ხელები ბრინჯით სავსე ჭურჭელში;

18. გადავაბრუნოთ ბალიში გრილ მხარეს;

19. გავიღვიძოთ შუაღამისას და გავაცნობიეროთ, რომ ჯერ ძალიან ადრეა და შეგვიძლია, კვლავ დავიძინოთ;

20. პირველად ჩავიცვათ შორტი ზამთრის შემდეგ;

21. ჩავრთოთ რადიო ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენი საყვარელი სიმღერა გადის.

22. გავიღვიძოთ ყავის არომატის შეგრძნებით;

23. შევისუნთქოთ ზამთრის პირველი ყინვა ისე, რომ სასუნთქი გზები დაგვეწვას;

24. პირველად დავინახოთ ზღვა ახალ სეზონზე;

25. შევიგრძნოთ თმაზე დალაქის შეხება;

26. დავტკბეთ ახალგაკრეჭილი ბალახის სუნით.

27. დავტკბეთ ზამთრის სურნელით სარკმლიდან;

28. შევიგრძნოთ საყვარელი ადამიანის თმა თითებს შორის.

29. ვისმინოთ ღამის კოცონის ტკაცუნი;

30. სწრაფად გავიაროთ წყლის გრძელ და ღრმა გუბეში მანქანით;

31. პირველად ჩავყვინთოთ ზაფხულში ზღვაში;

32. ვირბინოთ ცხელ ქვიშაზე;

33. ვუყუროთ პირველი თოვლის ფანტელების ფენას ფანჯრიდან;

34. შევიგრძნოთ პირველი კოცნა დიდი ხნის განშორების შემდეგ;

35.ვირბინოთ ფეხშიშველა წყლის გუბეებში;

36. ვისმინოთ შორიდან მომავალი ჭექა-ქუხილის ხმა;

37. გავიღვიძოთ 1-ელ ივნისს და გავაცნობიეროთ, რომ წინ 3 თვე ზაფხულია;

38. ვნახოთ დედა დიდი ხნის განშორების შემდეგ;

39. დავწვეთ თოვლზე ზურგით და გავაკეთოთ "ანგელოზი";

40. ვიტიროთ კარგ ფილმზე.