“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი “ქართუსგან” სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა. განაცხადი ამ მოთხოვნით ჯაფარიძემ ბანკში უკვე დატოვა. “ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო 1 მლნ ლარი.
„კანდიდატი არის? კანდიდატი ვარ. არჩევნებში იღებს მონაწილეობას? არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. მილიონი მისცეს? მილიონი მომცენ,“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, ბანკ “ქართუში” მას უთხრეს, რომ იმ წუთას ბანკში არ იმყოფებოდა არც ერთი ადამიანი, რომელიც საქმის კურსში იყო, თუ როგორ მოხდა ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილზე 1-მილიონიანი სესხის გაცემა.
“ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და ის საბუთები. მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში “ქართუ ბანკში” განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო,” – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.