“ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები“

“ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები“

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მის პარტიას დიდი მოცულობის საბანკო კრედიტის აღება არ შეუძლია, მაშინ როცა ,,ქართული ოცნების’’ რჩეული კანდიდატს ამის პრობლემა არ შექმნია.

„ერთადერთი იმედი ივანიშვილის რეჟიმისა რომ მოხდეს ჩემი ჩაბლოკვა 28 ოქტომბრის არჩევნებში, ტრადიციულად ფინანსური წნეხია, კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება, საარჩევნო კრედიტის გაცემა და რა თქმა უნდა თოვლის ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა ყველა ბიზნეს სეგმენტსა და ბანკებში გააგზავნა წერილი რომელშიც ეწერა, რომ სწორედ მათი “დაღუპულია” საქართველო.