ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ორი წლის წინ განქორწინდნენ, თუმცა ტაბლოიდები ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ წყვილს ერთმანეთთან კვლავ წრფელი გრძნობები აკავშირებთ. ამჯერად “Hollywood Life” -ის ყურადღების ცენტრში ანჯელინა ჯოლი მოექცა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ყოფილ მეუღლეზე ეჭვიანობს.
ბრედ პიტი პაპარაცებმა, ცოტა ხნის წინ, 23 წლის ამერიკელ მსახიობთან - მარგერეტ კუელისთან ერთად დააფიქსირეს.
მსახიობებმა ერთმანეთი “Once Upon a Time in Hollywood”-ის გადაღებებზე გაიცვნეს, რომელზეც ორივე მათგანი მუშაობს.
სანდო წყაროს თქმით, ბრედი და მარგარეტი პაპარაცებმა შესვენებაზე დააფიქსირეს, რამაც ჯოლი გააღიზიანა, რადგან მან კარგად იცის თუ რას ნიშნავს მის ყოფილ მეუღლესთან ერთად მუშაობა.
„ანჯელინას პიტი სწორედ ასე შეუყვარდა, როდესაც მან მარგარეტისა და ბრედის შესახებ შეიტყო, ფაქტმა ის ძალიან დაამწუხრა“ - წერია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინასა და ბრედის რომანი 2004 წელს დაიწყო, როდესაც “Mr. & Mrs. Smith”-ის გადაღებები მიმდინარეობდა და მისთვის ყოფილი მეუღლის ეს ერთი შეხედვით უბრალო ჟესტი ახალგაზრდა მსახიობთან საკმაოდ მნიშვნელოვანია.