ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ინსაიდერების თქმით, მეგანს ჰარიზე დადებითი ზეგავლენა აქვს და მისმა გამოჩენამ პრინცის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ჰარიმ ვარჯიში დაიწყო და ცერემონიამდე იდეალურ ფორმაში ჩადგომაც მოახერხა, რაც მეტწილად სწორედ მეგანის დამსახურებაა, რომელიც წონაზე ყოველთვის ზრუნავდა და იოგითაც მუდმივად იყო გატაცებული.
წყვილი კვების სპეციალისტსაც დაუკავშირდა და ჰარიმ მეგანის რჩევით, “Clean me“ დანამატების მიღება დაიწყო, რომელიც იმუნურ სისტემას აწესრიგებს, ამასთანავე, კანსა და ფრჩხილებსაც ამდიდრებს ვიტამინებით.
თუმცა ეს ყველაფერი როდია და სასექსის ჰერცოგინიის ჩარევით, ჰარიმ ერთ-ერთ ყველაზე მავნე ჩვევას დაანება თავი და მოწევაზე უარი თქვა.
ინსაიდერის თქმით, მეგანს სურდა ჰარის ცხოვრების წესიდან ამოეღო ყველაფერი, რაც მის ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს, როგორც ჩანს, ყოფილ მსახიობს ეს გამოუვიდა კიდეც.