ვასილი უტკინი: რუსეთის ნაკრების ბაზაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მიგვყავდა

ვასილი უტკინი: რუსეთის ნაკრების ბაზაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მიგვყავდა

ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი გამოეხმაურა კოკორინთან და მამაევთან დაკავშირებულ სკანდალს.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანან რუსი ფეხბურთელები - ალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი, როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას "მინპრომტორგის" ჩინოსან დენის პაკს.

ვასილი უტკინმა ასე შეაფასა ნაკრების ფეხბურთელების მოქმედება:

- იყო შემთხვევები, რუსეთის ნაკრების შეკრებისას ბაზაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მიგვიყვანია. თან მაშინ, როცა იქ მწვრთნელიც იყო. თუმცა ეს თამაშის შემდეგ ხდებოდა. არასოდეს მიფიქრია, რომ დაუსჯელი ვიყავი. ფეხბურთელებს არავითარი გამართლება არა აქვთ, როცა თავს დაუსჯელად გრძნობენ და კაფეში ადამიანს სცემენ.