მერაბ მეტრეველი:

მერაბ მეტრეველი: "ველოდები ოქრუაშვილი როდის შეუერთდება ნამოძრაობას"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მან ბევრი სკანდალური განცხადება გააკეთა, შემდეგი რეპლიკით ეხმაურება:

“ახლა ველოდები სააკაშვილი როდის გამოვა და იტყვის არც ირაკლი ოქრუაშვილია სინამდვილეში მთლად ცუდი ბიჭიო და მერე ეს უკანასკნელი როდის შეუერთდება “ნაციონალურ მოძრაობას” და “გაერთიანებულ ოპოზიციას”, ეს იქნება ამ ცირკის ლოგიკური დასასრული”, – წერს მეტრეველი.