ქმრის ტელეფონის უნებართვოდ დათვალიერების გამო ქალი ციხეში ჩასვეს

ქმრის ტელეფონის უნებართვოდ დათვალიერების გამო ქალი ციხეში ჩასვეს

იმის გამო, რომ ქმრის მობილური ტელეფონი უნებართვოდ დაათვალიერა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მცხოვრებ ქალბატონს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლოში სარჩელი ქმარმა შეიტანა. პროცესზე მან განმარტა, რომ სანამ ეძინა, ცოლმა მის ტელეფონში არსებული ინფორმაცია (მათ შორის, ფოტოები და მიმოწერა) დაათვალიერა და მიღებული ინფორმაცია და-ძმას გაუზიარა.

მიუხედავად ცოლის მტკიცებისა, რომ ქმარმა ტელეფონის პაროლი და მიმოწერის წაკითხვის უფლება თავად მისცა, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

ქალის წინააღმდეგ საქმე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კანონის დარღვევის მუხლით აღიძრა, რომელშიც წერია, რომ მეუღლეებს ერთმანეთის მობილური ტელეფონების დათვალიერების უფლება ეჭვიანობის შემთხვევაშიც კი არ აქვთ.