ქართველი თეა ამერიკელი მარი-ანა აღმოჩნდა - მარკეტინგული ხრიკი თუ უხეირო ხუმრობა?

ქართველი თეა ამერიკელი მარი-ანა აღმოჩნდა - მარკეტინგული ხრიკი თუ უხეირო ხუმრობა?

რამდენიმე დღეა ელექტრონულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია პირველი ქართველი ქალის შესახებ, რომელმაც “Real Doll” -ის სექს რობოტი შეიძინა.

ამ ინფორმაციის თანახმად, სექს-რობოტის „ბედნიერი მფლობელი“ 29 წლის თეა გახლავთ, რომელმაც ახალ მეგობარს ლუკა დაარქვა და მასთან ბედნიერი ცხოვრების გატარებას გეგმავს:

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შენაძენით, იმედი მაქვს ბედნიერად ვიცხოვრებთ სიცოცხლის ბოლომდე. სათადარიგო 
ნაწილებიც მაქვს, ასე რომ არ გამიჭირდება. მე პროფესიით ბუღალტერი ვარ ამიტომ საკმაოდ
დატვირთული სამსახური მაქვს და სახლში მოსვლისას განტვირთვა მჭირდება. ყველაზე მთავარია მზრუნველი, სიყვარულით აღსავსე და ვნებიანია“ - ამბობს თეა.

როგორც ,,ალიამ” გაარკვია, სექს-რობოტის ქართველი მფლობელი და 29 წლის ბუღალტერი თეა ბუნებაში არ არსებობს. ფოტო კი, რომელსაც ქართველ ქალს მიაწერენ, გაცნობის საიტზე დარეგისტრირებულ, მისურის შტატში მცხოვრებ მარი-ანს ეკუთვნის.

მედიასივრცეში მორიგი „ფეიკ-ნიუსის“ გაშვება “Real Doll” -ის მარკეტინგული ხრიკია თუ უბრალო ხუმრობა, ჯერჯერობით უცნობია.