ნინო ქორიძის ვაჟმა და ელენე მახარაშვილმა ნიუ-იორკში ოფიციალურად იქორწინეს

ნინო ქორიძის ვაჟმა და ელენე მახარაშვილმა ნიუ-იორკში ოფიციალურად იქორწინეს

მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ და მოდელმა ელენე მახარაშვილმა ოფიციალურად იქორწინეს. წყვილმა ხელი ამერიკაში მოაწერა და წვეულება მოაწყო.

წვეულებაზე მათი მეგობრები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

ელენეს საკუთარი ხელის მოწერის ცერემონიალზე ორიგინალური თეთრი კაბა ეცვა, ხოლო ირაკლის თეთრი პერანგი და შავი შარვალი.

ნინო ქორიძის ვაჟი ელენე მახარაშვილზე დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა.

წყვილი ამერიკაში ცხოვრობს, სადაც ორივეს წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა აქვს.

ირაკლი კვირიკაძე ფართო აუდიტორიამ რეზიკო გიგინეიშვილის ფილმიდან "მძევლები" გაიცნო, სადაც გეგა კობახიძის როლს თამაშობს. ამ როლისთვის ირაკლი "ბერლინალეზე" ევროპის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა.

ის ამჯერად ჰოლივუდურ კინოპროექტზე მუშაობს, სადაც პარტნიორობას ენტონი ჰოპკინსი უწევს.

კინოსურათის რეჟისორი დანტე სპინოტია.

პროექტში, ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

ფილმში კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის.