სოფიო ხორგუანი: „ნაცები” არა, კომუნისტური პარტია დამიბრუნეთ კიდევ და ენკავედე, თქვენმა მზემ!

სოფიო ხორგუანი: „ნაცები” არა, კომუნისტური პარტია დამიბრუნეთ კიდევ და ენკავედე, თქვენმა მზემ!

იურისტი სოფიო ხორგუანი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ახლა გადავთვალე, თუ პირველ ტურში არ დასრულდა, 23 დეკემბრამდე აბრაკადაბრაში ყოფნის შანსი გვაქვს. ჰოდა, პირველივე ტურში უნდა დასრულდეს ეს არჩევნები. გვეყოლება ქალი პრეზიდენტი. არჩევნების მეორე დღიდან ხელისუფლებას მოვთხოვ ყველა მათი დაპირების შესრულებას, ყოველ დღე და დაჟინებით.

დავასრულოთ ეს ალიაქოთი თითქმის ნომინალური თანამდებობისთვის დროულად და საქმეს მივხედოთ. „ნაცები“ არა, კომუნისტური პარტია დამიბრუნეთ კიდევ და ენკავედე, თქვენმა მზემ! არ წაიღეს ტვინი ამ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით, ბიჯოს! ყველანი გნახეთ, რა ხვითოებიც ხართ! და თუ „ოცნება” არ გამოსწორდა, 2020 მალე მოვა,” – წერს ხორგუანი.