"რა ჯანდაბა ფულს გიხდიან ასეთს, რომ ყველა უმსგავსობას ამართლებთ" – დოლიძე არასამთავრობოებს

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ნიკა გვარამიას მიმართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება:

“არასამთავრობოა ერთი, ყმაწვილმა ბრძანა, გვარამიას უფლება აქვს აზრი გამოთქვასო! ეი, თქვენ, “ევროპული ღირებულებების” ყალბო დამცველებო! გინება, წყევლა, დაუფარავი მუქარა, როდის აქეთ გახდა “ევროპული ღირებულება” და რომელ ქვეყანაში?!

რა ჯანდაბა ფულს გიხდიან ასეთს, რომ ყველა უმსგავსობას ამართლებთ და აშინებთ და ემუქრებით ამ ქვეყანას ევროპასთან დაბეზღებით? ვისაც თქვენი ეშინია და ანგარიშს გიწევთ, ისაა მოსაკლავი!” – წერს ქეთი დოლიძე.