10 ფრაზა, რომლებიც ურთიერთობებს კლავს

10 ფრაზა, რომლებიც ურთიერთობებს კლავს

სიტყვები ხანდახან იარაღზე ძლიერად აყენებს ჭრილობას. ურთიერთობები ხანგრძლივი და ბედნიერი რომ იყოს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

ფსიქოლოგები გვირჩევენ: იყავით ფრთხილად ამ 10 ფრაზასთან, თუ არ გსურთ ურთიერთობის გაფუჭება.

1. "შენ არასოდეს რეცხავ ჭურჭელსმუდამ ონკანის ნიჟარაში ტოვებ"

საუბრის ბრალდებით დაწყებით, პარტნიორს აიძულებთ, აგრესიულად დაიცვას თავი. თქვენ თავად არჩევთ ამ ტონს, თუ მსგავს ფრაზებს ხმარობთ. სავარაუდოდ, 2 წუთში საუბრის თემა არავის გაახსენდება, მაგრამ მალევე ახალი თემები წამოიჭრება, სტილი კი დარჩება: "თავს გესხმი!". რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კამათითა და კონფლიქტით დასრულდება. კატეგორიულობა დაუშვებელია, არასოდეს გამოიყენოთ ფრაზები: "შენ არასდროს", "შენ მუდამ" და ა.შ.

2. "შენ საშინელი მამა/საყვარელი ხარ"

ეს არამხოლოდ სიტყვებია, ეს გახლავთ თავმოყვარეობის შელახვა, რომლის დავიწყება რთულია. თქვენ შეურაცხყოფთ იმ როლებს, რომლებთანაც თქვენი პარტნიორი, როგორც პიროვნება, იდენტიფიცირებას ახდენს. ნუ დააყენებთ მათ ეჭვქვეშ, უმჯობესია, შეაქოთ მამაკაცი და ნახავთ, თუ როგორ შეიცვლება ის.

3. "შენ ზუსტად დედაშენივით საუბრობ"

კამათის დროს ისაუბრეთ მხოლოდ თქვენ ორზე. ნათესავებთან საწყენი შედარებები - ეს არა მხოლოდ უსამართლო და უადგილოა, არამედ საკუთარი პრობლემებისგან თავის დაღწევის მცდელობას ჰგავს. ამ ყველაფერს კონფლიქტის გამწვავებამდე მიჰყავხართ.

4. "ვერ ვიტანროცა ასე იქცევი" (ნათქვამი სამეგობრო ან სანათესაო წრეში)

მეუღლის დამცირება სხვების თანდასწრებით - ეს გახლავთ აბსოლუტური "არა" ნებისმიერი ქორწინებისთვის. მამაკაცები ასე არიან მოწყობილები. თუ მსგავს ფრაზას ერთი-ერთზე ეტყვით, თქვენი პარტნიორი, სავარაუდოდ, მშვიდად მიიღებს მათ. ამ შემთხვევაში საქმე კონკრეტულ ფრაზაშიც კი არ არის, არამედ იმაში, რომ თქვენი მეუღლისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების თვალწინ მისი ამა თუ იმ ქმედებისადმი სიძულვილს ავლენთ.

5. "გგონიაყველაზე უკეთესი ხარ?"

ეს გახლავთ ტკივილისა და შხამის ორმაგი დოზა. თქვენ ღიად აფიქსირებთ ეჭვს იმის თაობაზე, რომ პარტნიორი თქვენთვის ღირებულია. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ მისი აზრების წაკითხვა, არ შეგიძლიათ იცოდეთ, თუ რაზე ფიქრობს, რას განიცდის. ამიტომ ეს მოსაზრება თქვენთვის დაიტოვეთ.

6. "შენ არ უნდა აღიქვა ეს ასე"

არაფერია ისე დამამცირებელი, როგორც მიუთითო ვინმეს, თუ როგორ იფიქროს ან იგრძნოს ამა თუ იმ სიტუაციაში. ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი გრძნობების, აღქმის ქონის უფლება. არ არსებობს სიტუაციის მიმართ არასწორი დამოკიდებულება. გრძნობები, უბრალოდ, ჩნდება ისე, როგორიც არის. უმჯობესია, ჰკითხოთ პარტნიორს, თუ რატომ აღიქვამს ის სწორედ ასე, თუ რატომ არის ის განაწყენებული.

7. "მე მას თითქმის არ ვიცნობჩვენუბრალოდერთად ვმუშაობთ"

ეს, პრაქტიკულად, გარდაუვალია, თქვენი ერთობლივი ცხოვრების პერიოდში პარტნიორი ერთხელ მაინც იეჭვიანებს რომელიმე კოლეგაზე. ნუ გაიმართლებთ თავს და ნუ ეცდებით თემის ჩახშობას და საუბრის ობიექტისადმი გულგრილი დამოკიდებულების დემონსტრირებას. ფსიქოლოგების რჩევით, მსგავს სიტუაციაში უმჯობესია ყველაფრის აღიარება: "დიახ, ვიცი, რომ ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მომეწონა ჩვენი ახალი მენეჯერი. ის ისეთი მხიარულია, შენს თავს მაგონებს შენი იუმორის გრძნობით". ნუ შეგაშინებთ მსგავსი ფრაზები, თქვნი პარტნიორიც ხომ ურთიერთობს სხვადასხვა ადამიანთან და ვინმე მასაც მოსწონს. მსგავსი საუბარი ურთიერთობას ნდობაზე დაამყარებს.

8."შენ რამოიმატე?"

გარეგნობის არაკონსტრუქციული კრიტიკა ურთიერთობისთვის დამანგრეველია. მამაკაცისთვის ეს ორმაგად უსიამოვნოა, რადგან ეუბნებით მას, რომ საკმარისად კარგი არ არის. ასეთ თემებთან დელიკატურობა გმართებთ.

9."როგორ ფიქრობმოვიმატე?"

გარეგნობაში ცვლილებებზე შეკითხვები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უცნაური შეკითხვებია. როდესაც მსგავს კითხვას სვამთ, სინამდვილეში პარტნიორს ეუბნებით: "ვიცი, წონაში მოვიმატე. ამის გამო ცუდ გუნებაზე ვარ და მინდა შენგან გავიგო, რომ ყველაფერი რიგზეა".

10."ნუ დამელოდები" (ძილის წინ ნათქვამი ფრაზა)

ეს, თითქოსდა უწყინარი ფრაზა, სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ დაძინებას პარტნიორის გარეშე აპირებთ. თუ ხშირად იმეორებთ, შესაძლოა, ამან ურთიერთობის გაფუჭებაში დიდი როლი შეასრულოს. ერთობლივი ძილი უნდა აღიქვათ, როგორც პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცების ფაქტორი. ეს ფიზიკური სიახლოვის ძლიერი ფორმაა, სექსით და მის გარეშეც. ცალ-ცალკე ძილი ან სხვადასხვა საწოლში - პარტნიორთან ახლო ურთიერთობის დანგრევის საწინდარია.