კრეატიული ვაშაძე: ბავშვებმა პირველივე კლასიდანვე დაიწყონ იაპონურის, ჩინურის, არაბულის შესწავლა

კრეატიული ვაშაძე: ბავშვებმა პირველივე კლასიდანვე დაიწყონ იაპონურის, ჩინურის, არაბულის შესწავლა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობის პრეზიდენტობის კანიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გორში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განათლების მიმართულებით თავისი პრიორიტეტების შესახებ ილაპარაკა. 

„დაველაპარაკოთ ჩვენი მოკავშირეების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოებს, რომ ჩვენთან სკოლებში პირველივე კლასიდან დაიწყოს სწავლება ჩვენთვის იშვიათი აღმოსავლური ენების, როგორიც არის იაპონური, ჩინური, ჰინდი, არაბული, რაც ბავშვისთვის სამუდამო დასაქმების გარანტია იქნება.

დავაწყებინოთ ბავშვს აუცილებლად პირველივე კლასიდან ყველაზე უნივერსალური ენის შესწავლა - პროგრამირება, რომელიც ინტერნეტის, კომპიუტერის საფუძველია. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ 21-ე საუკუნეში, ქართველი დარჩება მაჩანჩალად, ჩვენ არ გავუჩენივართ ღმერთს იმისათვის რომ ვიყოთ მაჩანჩალები“, - თქვა შეხვედრაზე ვაშაძემ.