"ხომ არ გექნებათ, რომ მომაწევინოთ? - ეგ არის ჩემი უკანასკნელი ნატვრა. ეს ირონიით და ისე კი ძალიან შეძრწუნებული ვარ!", - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი ბუბა კიკაბიძე "კვირის პალიტრასთან" აკეთებს.
"ქართველებს ერთი უბედურება გვჭირს: სიგლახეს მალე ვითვისებთ! ეგღა გვაკლია ჩვენთან მარიხუანას პლანტაციები ავაბიბინოთ. იძახიან ისრაელს და დიდ ბრიტანეთს აქვსო და ჯერ ბრიტანული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, მარიხუანაზე მერე ვიფიქროთ! მე ერთი რამ ვიცი! როგორც კი აქ მარიხუანას პლანტაციები იქნება - ექიმი, მძღოლი, მასწავლებელი თუ მუშა, ყველა მოწეული ივლის 24 საათი! პლანტაცია, რომ იქნება, ვიდრე ექსპორტზე გავა, უმეტესობა აქვე გვერდზე გაიყიდება!
"ახალგაზრდობაში მომიწევია და საშინელებაა! არავის ვურჩევ მოწიოს! თან გვაბოლებენ სამედიცინო კანაფზე ვლაპარაკობთო. მარიხუანა არის მარიხუანა! რაც არ უნდა ეცადო, ვერ გააკეთილშობილებ მის მავნე თვისებებს!", - ამბობს კიკაბიძე.