ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარს წერს.
“ტყუის როგორც ყოველვის. ჩუმად არა ტომატი. რომელი გახლდა? ამის გადაღება თუ ვერ გაიგე, საზღვრები გაქვს მორღვეული და დაცვას მიხედო, ჯობია, შე დაღლილო”,-წერს ხალვაში.
რაც შეეხება სააკაშვილს, მისი პოსტი ასეთი იყო:
“ვიღაცამ ჩუმად გადამიღო აეროპორტში და დიდის ამბით გამოდო სოციალურ ქსელში.
რა ვქნა, კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი, მაგრამ ვერაფრით მოვიცალე პირადი თვითმფრინავის შესაძენად. თან, ისეთი ხარბი ვარ, რომ ბიზნეს სალონის აღებაზეც არ მემეტება დამატებითი რამდენიმე ასეული დოლარი”.