ცეზარ ჩოჩელი:  თუ დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან თავისუფალია,ეს გახარიას დამსახურებაა

ცეზარ ჩოჩელი: თუ დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან თავისუფალია,ეს გახარიას დამსახურებაა

თუ კი დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან თავისუფალია, სწორედ შს მინისტრის გიორგი გახარიას მიდგომების დამსახურებაა, – ამის შესახებ „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა.

„იყო დრო, როდესაც ჩვენს ბიზნეს ჯგუფს, გარკვეული პრობლემები შეექმნა სხვა და სხვა მიმართულებით. ცხადია, დავიწყეთ სიმართლის მტკიცება და მივმართეთ გარკვეულ ინსტანციებს. სწორედ მაშინ გავიცანი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში ჩვენს ბიზნესს გვერდით დაუდგა და დახმარება აღგვითქვა. ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატი საქმის გარკვევაში აქტიურად ჩაერთო. გიორგი გახარიასთან ერთად, მათ დეტალურად შეისწავლეს ჩვენი ქეისი და კომპეტენციის ფარგლებში შეეცადნენ პრობლემის მოგვარებას.

გიორგი გახარიას არასოდეს უცდია ბიზნესის პრობლემები და მათი მოგვარებისათვის გაწეული საქმიანობა საჯაროდ გამოეტანა და ამით გარკვეული დივიდენდები დაეგროვებინა. თუმცა, ის ბიზნესმენები, თუ ცალკეული კომპანიები, რომლებიც მას მიმართავდნენ დამეთანხმებიან, რომ გიორგი გახარიას ბიზნესის პრობლემები კარგად ესმის და მისი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ მათ მოგვარებაში კომპეტენციის ფარგლებში ჩარეულიყო.

ამ საქმიანი კომუნიკაციისა და საქმეებისადმი მისი მიდგომების შემდეგ,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან არის თავისუფალი, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმთავრესი ფაქტორია, სწორედ ბატონი გიორგი გახარიას მიდგომების დამსახურებაა“, -აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი.