"რუსეთთან ყოფნა თუ გვინდოდა, ისედაც ვიყავით, იქედან არავინ გვაგდებდა!", - ამის შესახებ განცხადება მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა.
"რუსეთთან ყოფნა თუ გვინდოდა, ისედაც ვიყავით, იქედან არავინ გვაგდებდა! რუსეთი თავს არ გვანებებს და ამიტომ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ჩვენ ისევ საომარ მდგომარეობაში, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ! ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ახლაც რუსეთს უჭერს მხარს! ეს არის სამშობლოს ღალატი!", - ამბობს კიკაბიძე.
მომღერალი ფიქრობს, რომ "სალომე ზურაბიშვილის ხელში თავისუფლები ვერ ვიქნებით"
"სალომე ზურაბიშვილის ხელში მგონია, რომ თავისუფლები ვერ ვიქნებით! რასაც მე ვუსმენ, აშკარაა, რომ პრორუსული ქალია! ბიძინა ივანიშვილს თამარ მეფისთვის შეუდარებია და რაღა გვიჭირს, ცოცხალი გვყოლია ლეგენდარული მეფე, ამდენს რომ ვეძებდით მის საფლავს!", - აცხადებს მომღერალი.