აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჰიმნის ავტორს, ცნობილ კომპოზიტორს ვალერიან ჭკადუას არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გულრიფშის სასამართლომ ვალერიან ჭკადუა დამნაშავედ ცნო არასრულწლოვნის ძალადობაში, გაუპატიურებაში, მოზარდებთან გარყვნილ ქმედებასა და იარაღის უკანონო შენახვა ტარებაში.
ჭკადუა ბრალდებული იყო იარაღის გამოყენებით და ფიზიკური განადგურების მუქარით, როგორც გოგონების ისე ბიჭის გაუპატიურებაში. ჭკადუამ თავი დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში არ ცნო.
"ლაივპრესის" ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ჰიმნის ავტორი ვალერიან ჭკადუა დე ფაქტო პროკურატურამ პედოფილიიის ბრალდებით 2018 წლის თებერვალში დააკავა.