ჯორჯ ბუშის ქალიშვილი დაქორწინდა

ჯორჯ ბუშის ქალიშვილი დაქორწინდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშის ქალიშვილი - ბარბარა ბუში გასულ კვირას დაქორწინა. 36 წლის ქალბატონის რჩეული კრეიგ კოულია, რომელიც ცნობილი სცენარისტი და მსახიობია. ქორწილის ცერემონია ახლო მეგობრების წრეში, კენებანკპორტში მდებარე  ბუშების საზაფხულო სახლში შედგა.

პატარძალს გვერდს, რა თქმა უნდა, დედ-მამა უმშვენებდა.

მოგვიანებით, ჯორჯ და ლარა ბუშებმა შვილის ქორწინება გულშემატკივრებსაც გაუზიარეს და ემოციური პოსტი გამოაქვეყნეს.

„ბარბარას სახელი ძლიერი და გამორჩეული ქალის საპატივცემულოდ დავარქვით და მან იმედები გაამართლა. მე და ლორა ვამაყობთ ჩვენი კეთილი, გაბედული, განათლებული ქალიშვილით და მოხარულები ვართ, რომ კრეიგი ჩვენი ოჯახის ახალი წევრია“ - დაწერა ჯორჯ ბუშმა.

ქალიშვილის ფოტო ლაურა ბუშმაც გამოაქვეყნა.