კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის "ერთხელ ჰოლივუდში" გადაღებები აქტიურ ფაზაშია. დღეს პაპარაცებმა, გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გაავრცელეს.
მათ ბრედ პიტი გადაიღეს, რომელიც გადასაღებ მოედანზე ჰიპურად ცაცმული გამოჩნდა. 54 წლის მსახიობს ჯინსები, თეთრი მაისური, მოკლემკლავიანი ყვითელი პერანგი და ყავისფერი ბატინკები ეცვა.
ფილმში ბრედ პიტის გარდა ალ პაჩინოს, მარგო რობის, კურტ რასელის და სხვა ცნობილ მსახიობებს ვიხილავთ.
თავად კვენტინ ტარანტინოს თქმით, კინოსურათში ბევრი კრიმინალური ისტორია იქნება.