გორის მერი საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის დაბომბვაში ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილის შემდეგ მის გზავნილებს უკვე ”ქართული ოცნების” რეგიონული ლიდერები და საჯარო მოხელეები მოსახლეობასთან შეხვედრებზე იმეორებენ. გორის მერმა დევნილებთან შეხვედრაზე თქვა, რომ 2008 წელს პირველი დაბომბვა ცხინვალის მიმართულებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.
გორის მერის განცხადებას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,თავზარაშვილო, შე ძაღლიშვილო, გადადექი!
ისტორიის გადაწერა დაიწყეს უკვე მოღალატე ზურაბიშვილის გასამართლებლად, ამ ნაძირლებმა”- წერს ნიკა გვარამია.