აფხაზეთში დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჰიმნის ავტორს, ცნობილ კომპოზიტორს ვალერიან ჭკადუას არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
გულრიფშის სასამართლომ ვალერიან ჭკადუა დამნაშავედ ცნო არასრულწლოვნის ძალადობაში, გაუპატიურებაში, მოზარდებთან გარყვნილ ქმედებასა და იარაღის უკანონო შენახვა ტარებაში.
ჭკადუა ბრალდებული იყო იარაღის გამოყენებით და ფიზიკური განადგურების მუქარით, როგორც გოგოების ისე ბიჭის გაუპატიურებაში. ჭკადუამ თავი დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში არ ცნო.
ოკუპირებული აფხაზეთის ჰიმნის ავტორი ვალერიან ჭკადუა დეფაქტო პროკურატურამ პედოფილიიის ბრალდებით 2018 წლის თებერვალში დააკავა.