სხვის ფულით რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის დაფინანსება კანონით ისჯება და შეწირულობის ორმაგი ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
აუდიტის სამსახურის ცნობით, მათ სასამართლოს მიმართეს, რათა შეისწავლოს შემწირველის შემოსავლები და საბანკო ტრანზაქციები. ამ მონაცემების შესწავლის შემდეგ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაიბარებენ პირს გამოკითხვაზე.
შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში კი აუდიტი შეადგენს სამართალდარღვევის ოქმს, რომელზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში” ამბობენ, რომ აუდიტი ტრანზაქციების შესწავლისას ასევე სწავლობს ჩარიცხვებს, რათა შეწირულ თანხასა და ჩარიცხულს შორის კავშირი დადგინდეს. ამის შემდეგ კი შემოსავლებს აფასებს. თუ დადგინდა, რომ შეწირულ თანხაზე ნაკლებია შემოსავალი, ადგენს ოქმს და მიაქვს სასამართლოში, სადაც,გიგა ჩიხლაძის თქმით, ხშირად სასამართლო უფრო დაბალი სტანდარტით ხელმძღვანელობს და თეორიულად, თუ პირმა შესწირა 5000 ლარი და შემოსავალიც ამდენივე აქვს, შესაძლოა, ჯარიმა არ დაუწესოს პირს.
„დაიბარებს პირს გამოკითხვაზე, თუ საჭიროდ მიიჩნევს სამსახური და თუ იქაც იგივე გაიმეორა და აუდიტმა დაინახა დანაშაულის ნიშნები, საქმე შესაძლოა, პროკურატურასაც კი გადასცეს.” – ამბობს გიგა ჩიხლაძე.