ბელარუსი ამ ეტაპზე არ არის მზად გააუქმოს სიკვდილით დასჯის კანონი, - ამის შესახებ გაეროში ადამიანის უფლება კომიტეტის სხდომაზე ბელარუსის მუდმივმა წარმომადგენელმა იური ამბრაზევიჩმა განაცხადა.
ამბრაზევიჩმა აღნიშნა, რომ გაეროს პერიოდულმა ანგარიშმა ბელარუს ურჩია გადაერჩია საკითხი. „ჩვენ რეკომენდაციები წავიკითხეთ, თუმცა ბელარუსი ამჟამად ამისთვის მზად არ არის. ეს დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების აზრთან და მათ ამჟამად ურჩევნიათ, რომ სიკვდილით დასჯა ქვეყანაში მოქმედებდეს“, - განაცხადა წარმომადგენელმა.
ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 400 ადამიანი დახვრიტეს.