თუ კანაფის წარმოების პროექტი განხილვაში დაბრუნდება, მკაცრი რეაგირება გვექნება - პატრიარქის მდივანი

თუ კანაფის წარმოების პროექტი განხილვაში დაბრუნდება, მკაცრი რეაგირება გვექნება - პატრიარქის მდივანი

2 თვის შემდეგ თუ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი განხილვაში დაბრუნდება, საპატრიარქოს მხრიდან ამაზე მკაცრი რეაგირება იქნება. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას საპატრიარქო გაემიჯნა და ამ თემაზე სამსჯელო მათ არაფერი აქვთ.

„ნამდვილად ძალიან ძნელია, ვიმსჯელო, ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქომ ცალსახად და უპირობოდ განაცხადა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ და არაფერი სასაუბრო ამ საკითხზე არ გვაქვს. როგორც ადრე განვაცხადეთ, დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება კულტივაციას, ეს თემა ჩვენთვის დახურულია. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, როცა აუცილებლობა დადგება, ვიტყვით, როგორ ვიმოქმედებთ", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა "ინტერპრესნიუსთან".

დეკანოზის თქმითვე, მარიხუანას კიულტივაციის საკითხს საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიურო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.

პარლამენტში მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა 2 თვით შეაჩერეს.