„მზად ვარ, ამ კომედიას ბოლომდე მოთმინებით და ემოციების გარეშე ვუყურო“

„მზად ვარ, ამ კომედიას ბოლომდე მოთმინებით და ემოციების გარეშე ვუყურო“

მზად ვარ, ამ კომედიას ბოლომდე, ასე მოთმინებით და ყველანაირი ემოციების გარეშე ვუყურო - ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამმ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით, გააკეთა.

"ყველა სახის კითხვას ყველა დონეზე უნდა გაეცეს პასუხი. საჭირო იქნება დაკითხვა? არანაირი პრობლემა არ არის ჩვენების მიცემა. საჭირო იქნება ჩვენების ლონდონში მიცემა? - არ არის პრობლემა. ვთქვი, რომ არ ვარ ნამყოფი დიდიხანია და ჩავალ.

რაც შეეხება შეხვედრის ნაწილს ზაზა ოქუაშვილთან, მე როგორც დღეს, ასევე მაშინაც კაბინეტში არ ვმუშაობდი და მსგავსი შეხვედრები მქონდა ყველა მსხვილი ბიზნესმენის ან ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენელთან როგორც ჩემთან, ისე მათ ოფისებსა და ქუჩაშიც. ეს შეხვედრა შედგა ბიზნეს-ცენტრში და ბიძინა ივანიშვილი იქ იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. ამ შეხვედრის ამოცანა და მიზანი გახლდათ ადგილობრივი წარმოების დახმარება, ხოლო ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა ეს არის ერთი მსახიობის თეატრი. ეს უკვე ღიმილისმომგვრელია და მართლა მრავალსერიიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.