პოპულარული ტელეწამყვანი მაია ასათიანი, მისი ორსულობის შესახებ მორიგ ჯერზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ორსულად არაა და უბრალოს ასეთი ტანი აქვს:
„მეგობრებო! არ ვარ ორსულად! ნუ დამღალეთ! ნუ ურეკავთ ჩემს ახლობლებს და ნუ ეკითხებით ერთი და იგივეს უკვე მერამდენედ! მუცლიანი ტანი მაქვს, სულ ესაა! დავიღალე ახსნა განმარტებებით!შვილის თემა უკიდურესად საკრალურია ჩემთვის და სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი! პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად.“- წერს მაია ასათიანი.