პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
"ჩემო ძვირფასო ადამიანებო! გულწრფელად მინდა ვიკითხო, მართლა მაინტერესებს, ასე მშვიდად ვუყუროთ, როგორ კლავენ , მსოფლიოში სახელგანთქმულ, ქართველ მომღერალს, რომელმაც უდიდესი ქველმოქმედება გასწია და 115 მრავალშვილიან ოჯახს გადასცა ბინა, უფასოდ ჩამოიყვანა უუუუდიდესი მომღერლები, ბალერინა თუ პიანისტი- უფასოდ- უფასოდ, რომელთა ჰონორარები ,რამდენიმე ათასს შეადგენდა და ახლა მოვისმინეთ, რომელიღაც საინფორმაციოში, რომ თურმე , ” რომ ჩამოდიოდა სასტუმროში რჩებოდაო”, დამისახელეთ ქვეყანა, (ჩვენს სამეზობლოში) რომლის ხელისუფლების ”სპეც პიარ სამსახურები” სხვა და სხვა თეატრებში რეკავდნენ და თავს ჭრიდნენ საკუთარ მომღერალს და ქვეყანას! მე არ მეგულება, თუმცა არც საპრეზიდენტო კანდიდატი მეგულება მთელს მსოფლიოში, რომელიც თავის ქვეყანას, ომის დაწყებას აბრალებს! მართლა რა უბედურებაა, ასეთი თავდასხმა ამ მომღერალზე და თან , არარსებული მტკიცებულებებით, შეწყდეს უნდა ეს ტალახი , ქვეყანას სვრით!!!! ნუ მოკლავთ სახელგანთქმულ ბანს!" - წერს თაკო ჩარკვიანი.