"სააკაშვილი “იღბლიან ბორბალშიც" იჯდა შორენა ბეგაშვილის მაგიერ"

"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილმა პირდაპირ ეთერში განცხადა, რომ  2016 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო კამპანია მიხეილ სააკაშვილის გამო აერია. 

"ვერ დაიმორჩილეს სააკაშვილი. ვერ გააკეთეს მისი დოზირება ვერც ეთერში. ვიცოდით, რომ სააკაშვილი “ნაცმოძრაობის” კამპანიაზე უარყოფით გავლენას ახდენდა, მაგრამ ჰქონდა მეგალომანია, უნდოდა სულ ეთერში ყოფნა, არ უნდოდა რომ მის გარეშე მომხდარიყო გამარჯვება, რადგან მერე თავის განსაკუთრებულობას კარგავდა. თუ სააკაშვილის გარეშეც შეგიძლია “ქართული ოცნება” დაამარცხო, მაშინ სააკაშვილი რაღად გინდა, ამისი ეშინოდა. ლამის “იღბლიან ბორბალშიც" იჯდა შორენა ბეგაშვილის მაგიერ, გაგიჟებულები ვიყავით. 

მერე დაპირისპირება მოხდა იმის გამო რომ მას პროცესების გადატანა უნდოდა ქუჩაში. სხვა ადამიანებს კისჯეროდათ, რომ ქართველი ხალხის ინტერესში არჩევნების გზით იცვლებოდეს ხელისუფლება”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.