"მან შეურაცხყოფა მიაყენა ღმერთს, ილია მეორეს და ვერ შევიკავე თავი" – ბრალდებული მოზარდი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ლგბტ აქციის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე მოზარდის სერგო კაკაჩიას სასამართლო პროცესი გაიმართა,  თუმცა გადაწყვეტილება დღეს არ გამოცხადებულა და სხდომა 22 ოქტომბრამდე გადაიდო.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დაარტყა ხელი ლგბტ თემის წარმომადგენელს, მოზარდმა განაცხადა, რომ აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა შეურაცხყოფა მიაყენა ღმერთს და ადამიანებს.

"მან შეურაცხყოფა მიაყენა ღმერთს, ილია მეორეს და ჩვენ, ადამიანებს. ვერ შევიკავე თავი და იმიტომ გავაკეთე", – განაცხადა მოზარდმა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იქნება და საქმეზე ე.წ. განრიდების მექანიზმი ამოქმედდება.