50-იან წლებში ქალებს ქმრის შესანარჩუნებლად ჰქონდათ მანევრების მთელი არსენალი. გაგიკვირდებათ და, საღამოს ქმრისთვის ვახშმის მომზადება და მორთულ-მოკაზმული დახვედრა აუცილებელი არაა.
30-იან, 50-იან წლებში, მამაკაცების აზრით, იდეალური ქალი ასე გამოიყურებოდა: აკურატული, სიმპათიური, იდეალური წესრიგი სახლში, მშვიდი და მოწესრიგებული შვილები.
რჩევები პაემნისთვის
ყველაფერი რომანტიკული პაემნით იწყება. აი, რას გვირჩევს 1938 წლის ქალთა ჟურნალი "Click Parade":
"ნუ მოიქცევით პროვოკაციულად უცხო მამაკაცებთან და არ გადააჭარბოთ ლიქიორის სმისას. მამაკაცი აღარასდროს დაგირეკავთ.
ნუ იქნებით სენტიმენტალური. ნუ ათქმევინებთ იმას, რისი თქმაც არ სურს. ემოციურ ზეწოლას ნუ გამოიყენებთ. მამაკაცებს არ უყვართ ცრემლები. განსაკუთრებით, საზოგადოებაში.
ნუ იჯდებით მოწყენილი. იყავით გულისხმიერი. თუ საღეჭ რეზინს ღეჭავთ, უხმაუროდ და მოკუმული პირით ღეჭეთ.
”ნუ ილაპარაკებთ სამოსზე, ნუ აღწერთ ახალ კაბას. ისეთ თემებზე ისაუბრეთ, რომელიც მამაკაცისთვის საინტერესოა”.
”მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა ქალი მათი ცხვირსახოცით ისწორებს მაკიაჟს”.
რჩევები გათხოვილი ქალისთვის
პირველი 4 რჩევა 1943 წელს გამოშვებული ედვარდ პოდოლსკის წიგნიდანაა - ”სექსი დღევანდელ ქორწინებაში”.
”როცა თქვენი ქმარი სამსახურიდან დაბრუნდება, ნუ შეაწუხებთ წუწუნითა და საყვედურებით”.
”იყავით კარგი მსმენელი, როცა საკუთარ პრობლემებზე გიყვებათ”.
”თქვენი მთავარი მისიაა, დაეხმაროთ მას (ის ისედაც იტანჯება სამსახურში)”.
”ოჯახურ პრობლემებზე მუცლის გავსების შემდეგ ესაუბრეთ”.
1951 წელს ალფრედ ჰენრი ტირერი თავის წიგნში ”კარგი სექსი და ბედნიერი ქორწინება” გვირჩევს: ”ნუ დაჰკითხავთ ქმარს. ამას გაბურღვა ჰქვია”. სხვა საქმეა, როცა თავად მას სურს საუბარი. მხოლოდ იმ თემებზე ესაუბრეთ, რაც მას აინტერესებს.
მუდამ იდეალური სადილი უნდა გქონდეთ
თუ ცუდი მზარეული ხართ, თქვენი ქორწინების დღეები დათვლილია. 1955 წელს გამოშვებული ”კარგი ცოლის სახელმძღვანელო” გვირჩევს:
”გემრიელი ვახშამი მუდამ მზად უნდა გქონდეთ, რათა მშიერი და დაღლილი ქმარი გაახაროთ”.
ბავშვები იდეალურები უნდა იყვნენ
როცა მარტო ხართ, ბავშვებს ნურაფერს დაუშლით, მაგრამ როცა ქმარი დაბრუნდება სამსახურიდან, ბავშვები უნდა დახვდნენ ხელ-პირ დაბანილები, აკურატულად ჩაცმულები და მშვიდად უნდა თამაშობდნენ. ქმრის მოსვლისას არ უნდა იყოს ჩართული მტვერსასრუტი და სარეცხი მანქანა. მათმა ხმამ არ უნდა გააღიზიანოს იგი.
თქვენ უნდა იყოთ სრულყოფილება!
”კარგი ცოლის სახელმძღვანელო” ისევ გვირჩევს:
”მოემზადეთ მისი მოსვლისთვის. დაისვენეთ 15 წუთი, რომ დაღლილი სახე არ გქონდეთ. გაიკეთეთ მაკიაჟი, შეისწორეთ თქმა. საქმით დაღლილი ადამიანის სახეები მან სამსახურშიც ნახა”.
სხვათ შორის, არა აქვს მნიშვნელობა, რომ თქვენ სარეცხს და ჭურჭელს ხელით რეცხავთ. ხელის კანი მუდამ აბრეშუმივით უნდა გქონდეთ.
გიღალატათ? - აპატიეთ!
XX საუკუნის დასაწყისის ექიმი უილიამ რობინსონი, ”სასიყვარულო ექსპერტი” გვირჩევს: ”თუ ქმარმა გვერდზე გაიარა, აპატიეთ და დაივიწყეთ. ან ისე მოიქეცით, თითქოს არაფერი იცით”.
მისი უდიდებულესობა ქმარი
პროფესორ ჯეფერსონის რჩევა დასკვნის სახით: ”პირველი წესი. მისი უდიდებულესობა ქმარი. ის არჩეულია ღმერთის ნებით და არის ოჯახისა და ქალის უფროსი. ამ წესის მცირე დარღვევაც კი კავშირისა და მორალურობის რღვევას გამოიწვევს”.