ექიმმა, რომელმაც დაწერა, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერი არაა, ფეისბუკსტატუსი რამდენიმე საათში წაშალა

ექიმმა, რომელმაც დაწერა, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერი არაა, ფეისბუკსტატუსი რამდენიმე საათში წაშალა

ზურაბიშვილის კამპანიის დამფინანსებელი ექიმების შემოწირულობის საკითხი არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს უჩენს კითხვებს, არამედ შესაძლოა აუდიტის სამსახურის შესწავლის თემაც გახდეს. როგროც აღმოჩნდა ექიმებს შორის, რომლებმაც სალომე ზურაბუიშვილის საარჩევნო კამპანიას სოლიდური თანხა შესწირეს, არიან ისეთები, რომლებიც თავს ზურაბიშვილის მხარდამჭერად არ მოიაზრებენ და არც არჩევნებში აპირებენ მისთვის ხმის მიცემას. ამიტომ უცნობია, მოტივი თუ რის გამო ჩაურიცხეს მათ სალომე ზურაბიშვილს თანხა.

ის რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერი არაა, ამის შესახებ ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელმა. ნიკოლოზ კინტრაიამ, facebook გვერდზე დაწერა. თუმცა მას შემდეგ რაც მისი ფეისბუკსტატუსი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, სტატუსი სოციალური ქსელიდან წაიშალა, უცნობია, ეს კინტრაიამ საკუთარი სურვილით გააკეთა თუ ვინმემ აიძულა.

შეგახსენებთ, ქვეყნის ორი უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების, ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების ოცამდე ექიმმა დაახლოებთ 200 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე 3 და 4 ოქტომბერს გადარიცხა.