რასელ ქროუ და ნაომი უოთსი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ

რასელ ქროუ და ნაომი უოთსი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ

ახალი შოუ Fox News-ის ყოფილი უფროსის, როჯერ აილსის გარშემო ვითარდება, რომელის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ქროუ სერიალში სწორედ აილსის პერსონაჟს განასახიერებს.

ნაომი სერიალში ერთ-ერთი ჟურნალისტის, გრეტჩენ კარლსონის როლს მოირგებს, რომელმაც აილსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

აილსი წლების წინ აშშ-ის პრეზიდენტების - რიჩარდ ნიქსონის, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო მედია საკითხებში.

სექსუალური შევიწროების გარდა, აილსს არაერთხელ გაუკეთებია ჰომოფობიური განცხადებებიც.