„თქვენ მოგეცათ ჩემი ცოდვა სამსახურში ფიურერს მეძახის ხალხი... მე მკითხე ახლა... ჰაილ ჰიტლერით შემხვდნენ დღეს...“ - კობახიძის განცხადება და იუმორი ფეისბუქზე

„თქვენ მოგეცათ ჩემი ცოდვა სამსახურში ფიურერს მეძახის ხალხი... მე მკითხე ახლა... ჰაილ ჰიტლერით შემხვდნენ დღეს...“ - კობახიძის განცხადება და იუმორი ფეისბუქზე

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში იუმორისტული პოსტებიც მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„თქვენ მოგეცათ ჩემი ცოდვა სამსახურში ფიურერს მეძახის ხალხი“ - წერს ეკა გიგაური, რომელსაც ნიკა გვარამია შემდეგი კომენტარით პასუხობს: „მე მკითხე ახლა, ჰაილ ჰიტლერით შემხვდნენ დღეს :)))))))“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, გვარამიას განცხადება უკავშირდება იმას, რომ წინასწარი კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იმარჯვებს. „ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება... საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.