“უმძიმესი ვითარებაა… ამოხტდნენ ყველანაირი სტანდარტიდან”

“უმძიმესი ვითარებაა… ამოხტდნენ ყველანაირი სტანდარტიდან”

ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს იმ ადამიანების შეურაცხყოფაში სდებს ბრალს, ვინც ფაშიზმს შეეწირნენ.

“უმძიმესი ვითარებაა, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ეს ორ დიდ პრობლემაზე მიგვითითებს – ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც ამ დიდ უბედურებას, ფაშიზმს შეეწირა.

მას არ ესმის, რომ ამით ჩვენ კი არ გვაყენებს ტკივილს, არამედ ამაიმუნებს და აბაიბურებს ამ ადამიანების ხსოვნას. ამიტომ არის მიუღებელი სიტყვის თავისუფლების ფარგლებშიც კი ამ სიტყვის ხსენება. კრიტიკულ ვითარებაში არიან, რადგან ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, რომელიც არჩევნებს აგებს. ხელისუფლება კრიტიკულ სიტუაციაში კარგავს სახეს და საქციელს და არიან სრულიად შეუწყნარებლები, მთლიანად ამოხტდნენ ყველანაირი სტანდარტიდან” – ამბობს ბოკერია.

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციები, ნიკა გვარამიას განცხადების უყურადღებოდ დატოვებისთვის გააკრიტიკა.