თუნდაც თქვენი საბანკო ანგარიში გზღუდავდეთ, შეგიძლიათ არ გამოხვიდეთ ბიუჯეტის ჩარჩოებიდან, როცა გართობას გეგმავთ. თქვენ წინაშეა 5 ხელმისაწვდომი და ამავდროულად, საოცარი რამ, რომლებიც ამ შემოდგომაზე მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ:
მოამზადოთ ლატე თავად
არ არის საჭირო, ძვირად ღირებულ კაფეში დასხდეთ ლატეს გემოთი დასატკბობად. არსებობს უამრავი ხელმისაწვდომი და სუპერმარტივი რეცეპტი, რომლის მიხედვითაც თქვენს სამზარეულოში სასურველ კომფორტს მიიღებთ და გემრიელი ყავით ისიამოვნებთ.
სცადოთ გოგრის ამოჭრის ყველა ვარიანტი
იმის ნაცვლად, რომ ჰელოუინის წვეულებაზე წახვიდეთ, სადაც არა მხოლოდ შესვლის, არამედ გოგრის საფასურის გადახდაც მოგიწევთ, შეიარეთ მაღაზიაში და შეიძინეთ იაფფასიანი გოგრა. ამოჭერით მეგობართან ერთად და მოაწყვეთ წვეულება შინ!
მოაწყოთ შემოდგომის თემატიკის ფოტოსესია
შემოდგომაზე ბუნება საოცარ შეფერილობას იღებს, რომლის თვალიერება უსასრულობამდე შეიძლება. გამოიყენეთ ეს წარმოუდგენელი ფონი და მოაწყვეთ ფოტოსესია. საუკეთესო კი ის არის, რომ ეს სრულიად უფასოა.
ითამაშოთ მეგობრებთან ერთად ფეხბურთი
შეიკრიბეთ და წადით პარკში ფეხბურთის სათამაშოდ. შემოდგომა თითქოს ამ თამაშისთვისაა შექმნილი, როცა ამინდი ხელს გიწყობს ქუჩაში გასართობად.
უყუროთ საშინელებათა ფილმს
თუ არ შეგიძლიათ ეწვიოთ სახლს, სადაც მოჩვენებები ბინადრობენ, ამ შეგრძნებებს ფილმის ყურებით მიიღებთ. მოიმარაგეთ მეგობართან ერთად ხემსები და პოპკორნი, ეს გაცილებით იაფია, ვიდრე კინოში წასვლა.