პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მაია ოთინაშვილის საკითხზე უმოქმედობაში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის მიმართვაში აღნიშნულია, რომ დღემდე ტატუნაშვილის, ოთხოზორიას საქმეები გამოუძიებელია და ქალბატონი მაიას საკითხიც შესაძლოა, დიდი საფრთხის წინაშე დადგეს.
“მესმის კარგია, თაშ-ფანდურიც, ჭამა-სმაც დიდად შესარგი, მაგრამ ეს 3 შვილის დედა, რომ წაგვგვარეს “ცხვირწინ”, როგორ არის თქვენი საქმე??? ( არა, როგორც არის, მე კი ვხედავ და თქვენც იცით ხელისუფლებამ, რომ სავალალო ვითარება გაქვთ) დღე არ ჩაივლის ისე, რომ ეს ქალბატონი არ გამახსენდეს. ხალხს მიაწოდეთ ინფორმაცია, ამ ქალბატონის – ოთინაშვილის შესახებ (კანონის ფარგლებში) ვღელავთ – ღელავს ყველა, რადგან თქვენი ანუ ამ ხელისუფლების იმედი არავის აქვს, რადგან ყველას გვახსოვს, ოთხოზორია, ტატუნაშვილი და ამ ხელისუფლების მიერ “გამოძიებული” სააქმეები ( ამ ქალბატონს ჯვარი ეწეროს, მაგრამ საშიშროება ცხადია არის, რეალური) ჰაიტ თქვე, როგორც საპრეზიდენტო “ოცნების კანდიდატი ” იტყოდა- ჰაიტ! თქვე “მართლმადიანებო” თქვენა!!!“ – წერს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ მაია ოთინაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 29 სექტემბერს დააკავეს და ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.