ბულგარელი ჟურნალისტი სიკვდილის წინ გააუპატიურეს

ბულგარელი ჟურნალისტი სიკვდილის წინ გააუპატიურეს

ბულგარეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რუსეში, ტელეკომპანია TVN-ის ჟურნალისტი, 30 წლის ვიქტორია მარინოვა გუშინ, 7 ოქტომბერს მოკლეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი სიკვდილის წინ გააუპატიურეს.

ჟურნალისტის ცხედარი ქალაქის დასასვენებელ სკვერში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მისი სიკვდილი თავში ჩარტყმამ და გაგუდვამ გამოიწვია.

ჟურნალისტის მობილური ტელეფონი, მანქანის გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი დაკარგულია. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის არ გამორიცხავენ, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივი საქმიანობის გამო მოკლეს.