ჟურნალისტი ნანა გაგუა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დაგვიმახსოვრე“, გვარამიავ!
არ მიმაჩნია სწორად, რომ ჟურნალისტმა ღიად დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური არჩევანი (პროფესიაა ასეთი), მითუმეტეს, არჩევნების წინ. ჟურნალისტი მიმდინარე მოვლენების ანალიზითა და პროგნოზებით უნდა შემოიფარგლებოდეს და არა საკუთარი არჩევანის აფიშირება-ტირაჟირებით. თუმცა: დღეს დიდად „შთამაგონა“ ექს-პროკურორმა და ახლა მედიაში თავშეფარებულმა გვარამიამ საკუთარი ფაშისტური გამოხდომა-მანიფესტით. ჰოდა, მივმართავ პირადად ჩემთვის ჟურნალისტისათვის მიუღებელ პრინციპებს და ღიად ვიტყვი:
დაგვიმახსოვრე, გვარამიავ!
დღეს გვიანია და ორშაბათს (შენს ჯინაზე!) აუცილებლად გადავურიცხავ სალომე ზურაბიშვილს სიმბოლურ თანხას!
შენ კი „დამიმახსოვრე“! - წერს გაგუა.