დედაქალაქის მერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას განცხადებებს „ფაშისტური" უწოდა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასებები სამარცხვინო და აღმაშფოთებელია.
„თქვენმა გენერალურმა დირექტორმა ფაშისტური განცხადებები გააკეთა, აღმაშფოთებელია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გვარამიას განცხადებაზე გაკეთებული განმარტება. საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, უნდა გავერთიანდეთ, რომ ასეთი ფაქტები არ დავუშვათ", - მიმართა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს.
ნიკა გვარამიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვრცელი მიმართა გაავრცელა, სადაც იგი პირდაპირ იმუქრება.