პაატა ბურჭულაძე: „სალომე ზურაბიშვლის არარჩევით ჩვენ ნაწილობრივ ვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს და ვირჩევთ საქართველოს მომავალს“

პაატა ბურჭულაძე: „სალომე ზურაბიშვლის არარჩევით ჩვენ ნაწილობრივ ვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს და ვირჩევთ საქართველოს მომავალს“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი პაატა ბურჭულაძე ლანჩხუთში ამომრჩევლებს ხვდება. სცენიდან შეკრებილ საზოგადოებას და ვაშაძის მხარდამჭერებს სიტყვით მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ მიმართა:

„ამ არჩევნებში ჩვენ ორი დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ერთი უკუსვლის გაჩერება და მეორეა წინსვლა.

თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება ოცნებამ თავისი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიყვანოს, ეს არის უკუსვლა, არ ვუსურვებ საქართველოს ამას, ის არის ქართველი? არ არის, მან საქართველო იცის მოყოლით, ის ვერ მეტყველებს ქართულად, არ არის ამ ქვეყნის პატრიოტი, თქვა რომ ჩვენ დავიწყეთ ომი რუსეთთან, მის დაწერილ წიგნს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ სასამართლოებში, ეს უკუსვლა უნდა მორჩეს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ამის ილუზიცა, გადახედეთ მის ბიოგრაფიას, ვერ ნახავთ ხელისმოსაკიდებელს რის გამოც შეიძლება მივცეთ ხმა.

წინსვა არის ის, როცა ავირჩევთ ისეთ ადამიანს, როგორიც არის გრიგოლი. ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვსი იღვაწა. უკუსვლა უნდა მორჩეს, სალომე ზურაბიშვლის არარჩევით ჩვენ ნაწილობრივ ვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს და ვირჩევთ საქართველოს მომავალს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.