ბიძინა ივანიშვილის ძმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორია - „იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია“

ბიძინა ივანიშვილის ძმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორია - „იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია“

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორი ბიძინა ივანიშვილის ძმაა. ალექსანდრე ივანიშვილმა ზურაბიშვილს 45 ათასი ლარი შესწირა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ივანიშვილის ძმა დაკავშირებულია „ომეგა ჯგუფის“ საქმესთანაც - ერთ-ერთი ფარული ჩანაწერით ირკვევა, რომ ივანიშვილი „ომეგა ჯგუფს“ მანქანების ბიზნესის წილებს სთხოვდა.

"იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია და გვინდა, რომ მიიღოს უმრავლესობა ხმების არჩევნებში და გაიმარჯვოს. ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, მე თვითონ ვაზროვნებ და თვითონ მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. მე მაქვს ჩემი შემოსავალი და გადავუხადე,"-აცხადებს ალექსანდრე ივანიშვილი.

შემწირველთა შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ჩამონათვალშია ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი. ამ უკანასკნელმა კანდიდატს 45 000 ლარის შესწირა.

ფულადი შეწირულობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა, 60-60 ათასი ლარი ზურაბიშვილს შემდეგმა მოქალაქეებმა ჩაურიცხეს: ბონდო ომიანიძე, გიორგი გველესიანი, დავით შენგელია, გიორგი ქსოვრელი, ირაკლი ცეკვაშვილი, სერგო გალუსტიანი, გიორგი თანანაშვილი, ნიკა მერაბიშვილი, ვლადიმერ სრეფანიანი, ავთანდილ გულიკაშვილი.