აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში წაქცეული ხე სამხედრო მანქანა “უაზს” დაეცა, რომელსაც რუსი სამხედრო მოსამსახურეები გადაყავდა. "ტაიმერის" ცნობით, შედეგად ორი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია აფხაზურ მედიას აგუძერას რაიონული საავადმყოფოს მორიგე ქირურგმა იური ზარანდიამ დაუდასტურა.