დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ლევან ყიფიანის გამოკითხვის შემდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ ყოფილმა სპორტის მინისტრმა ნუგზარ ფოფხაძის სცენარით ისაუბრა. ფოფხაძემ დეპუტატს სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა და აღნიშნა, რომ „ახალი სერიალი“ დაიწყო.
“ოქუაშვილი ფიქჩერს”: ახალი სერიალი, ახლა უკვე ჩემი, ანუ, ნუგზარ ფოფხაძის მონაწილეობით.
უამრავი გამოძახილია ბოლო პოსტზე. ძირითადად, ტელეფონზე, მესიჯები…
ერთი უნდა გავასაჯაროვო, კონკრეტიკის გარეშე:
“ახლა ჩვენ გვაცალე .,,ბებერო,, დაისვენე-ვალი გვაქვს გადასახდელი თქვენი”
მადლობა, ჩემო უმცროსო დაიკო! არ გაეკაროთ მაგ სიბინძურეს. ესენი 51 მილიონის გადასარჩენად და მოწინააღმდეგის გასანადგურებლად (ფიზიკურად და მორალურად) არაფერზე დაიხევენ უკან. მაშინაც კი, როცა პირადად, არაფერი შეხება არ გაქვს არც მაგათთან, არც მათ მოწინააღმდეგესთან და, საერთოდ, არც ამ არამზადობასთან“…, – წერს ნუგზარ ფოფხაძე.
ნატო ჩხეიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს იყო ნუგზარ ფოფხაძის სცენარი, რაც ისაუბრა ლევან ყიფიანმა.
“ადამიანური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, არის საკმაოდ შეშინებული არა უფრო დაშინებული. არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ თუ ლევან ყიფიანი ილაპარაკებს სწორს, მაშინ ეს არის კიდევ ერთი მამხილებელი და ეს არანაირად არ უნდათ. გამოვთქვი ვარაუდი, რომ ეს იყო ნუგზარ ფოფხაძის სცენარი, რაც ისაუბრა ლევან ყიფიანმა. ის მთავაზობდა პირადად მე იმისთვის რომ იბერიას სწორ გზაზე წასულიყო, საჭირო იქნებოდა, რომ ნუგზარ ფოფხაძე ყოფილიყო დირექტორი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.