“სხვა არჩევანი არ გვქონდა“ - რონალდუ პორტუგალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

“სხვა არჩევანი არ გვქონდა“ - რონალდუ პორტუგალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

როგორც პოპულარული გამოცემა "Sky News"  წერს, პორტუგალიიის და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს, რადგან ის სერიოზულად არის ჩართული იმ ბრალდებასთან ბრძოლაში, რომლის მიხედვითაც მას გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ იუწყება ნაკრების ადმინისტრაცია.

“ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა. რონალდუ არ იქნება ნაკრებში” – აცხადებს პორტულგალიის ნაკრები მწრთვნელი ფერნანდო სანტოსი, რომლის თქმით, ეს გადაწყვეტილება პორტუგალიიის საფეხბურთო ფედერაციამ მიიღო.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში პორტუგალიის ნაკრებს სერიოზული თამაშები უწევს. აღსანიშნავია, რომ რონალდუ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და ეს მისი პიროვნების დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული.

“ჩემი პიროვნების სისუფთავეს დავამტკიცებ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ” – აცხადებს კრიშტიანუ რონალდუ.