აშშ-ს ისტორიაში პირველად, „საპრეზიდენტო განგაში“ განხორციელდა

აშშ-ს ისტორიაში პირველად, „საპრეზიდენტო განგაში“ განხორციელდა

3 ოქტომბერს, ამერიკელებმა მობილურ ტელეფონებზე „საპრეზიდენტო განგაში“ მიიღეს. აღმოჩნდა, რომ მიმდინარეობდა განგაშის შეტყობინებების იმ ახალი სისტემის შემოწმება, რომელმაც მოქალაქეებს ბუნებრივი კატასტროფების ან ტერაქტების შესახებ უნდა შეატყობინოს.

ასეთი შემოწმება აშშ-ს ისტორიაში პირველი იყო და ის საგანგებო შემთხვევების მართვის სააგენტომ განახორციელა. განგაშის ამ სისტემაში ამერიკაში მოქმედი ყველაზე მსხვილი მობილური კომპანიები არიან ჩართული.​

„საპრეზიდენტო განგაშის“ მიღების შემდეგ, მოქალაქეებს ასევე გაეგზავნათ შეტყობინება სიმშვიდის შენარჩუნების თხოვნით, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიმდინარეობდა სისტემის შემოწმება და არანაირი ქმედებების განხორციელება არ იყო საჭირო.