ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ წარმატებული ურთიერთობისთვის საჭიროა ქმარი ცოლზე მინიმუმ 2 წლით უფროსი იყოს, თუმცა, რაც შეეხება მაქსიმალურ ზღვარს, ეს საკითხი დღემდე ხშირად ხდება კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი.
დიდი ასაკობრივი შუალედი წყვილებში ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება საზოგადოებაში. თუმცა, თუ დავუჯერებთ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, ქეთა თოფურიას, ქმარი ცოლზე 12 წლით უფროსი უნდა იყოს.
თავად ქეთა თოფურია სწორედ მასზე 12 წლით უფროს ებრაელ მილიონერზე, ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, როცა ეს მოსაზრება დააფიქსირა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ქეთა და ლევი 2017 წელს დაშორდნენ ერთმანეთს და ქართველ მომღერალს ახლა რუს რეპერთან, გუფთან აქვს რომანი. უცნობია, კვლავ იმავე აზრზეა თუ არა მომღერალი, თუმცა ყოფილ ქმართან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
მოდელი ნინი ნებიერიძე 2015 წლის აგვისტოში ცოლად გაჰყვა მასზე 29 წლით უფროს ბიზნესმენს, თემურ უგულავას. მოდელმა ინფორმაცია გათხოვების შესახებ თავად გაავრცელა: სოცქსელში ატვირთა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით “გავთხოვდი". ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაპირველად ნინის მეგობრებს უჭირდათ მომხდარის დაჯერება. წყვილს ორი შვილი ჰყავს - თემურ და ტოკიო უგულავები.
საკმაოდ ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი ანა კოშაძემაც. მოდელი 17 წლის იყო, როცა გათხოვდა და 20 წლისას შეეძინა ქალიშვილი - მაშო. ანას უკვე ორი შვილი ჰყავს და შესანიშნავად უთავსებს კარიერასა და ოჯახზე ზრუნვას.
თიკა ფაცაცია დიდი ხანია მასზე ბევრად უფროს მამაკაცზე, დავით ანთელიძეზეა დაქორწინებული. მოდელი და ტელეწამყვანი მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოებით არ გვანებივრებს.