ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდი ბერლინში მუშაობას შეუდგა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ფონდის 80 თანამშრომელი ოჯახთან ერთად გერმანიის დედაქალაქში ბუდაპეშტიდან გადავიდა.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტის და ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანია „შეაჩერე სოროსი“ წამოიწყო, რაც ფონდის გადატანის მიზეზი გახდა.
25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სოროსმა უნგრეთს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა.